ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, კოლექტიურ დასავლეთს არ სურს მიიღოს მსოფლიო წესრიგის უნიპოლარული სისტემის წარსულში დარჩენა და სასტიკ ბრძოლას აწარმოებს თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებისთვის უკრაინის ჯარი რუსეთის პოზიციებზე აქტიური კონტრშეტევისთვის მზად იქნება, მას სემდეგ რაც მძიმე შეიარაღების საკმაო მოცულობას მიიღებს პარტნიორებისგან.
უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საზღვართან ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონი მივიდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაკარგა ჯარის მესამედი პოპასნაიას და ხერსონის ასაღებად, ასევე ლუგანსკის ოლქის საზღვართან მისასვლელად.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ვიდეომიმართვაში ისაუბრა რუსული ნავთობის ემბარგოზე, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება შეინარჩუნოს.
ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი.
უკრაინა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.
მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებით, დღეს, დიდი ხნის განმავლობაში პირველად ქალაქი 500-ზე მეტი მანქანისგან შემდგარმა საევაკუაციო კოლონამ დატოვა, რომლებიც რუსების მხრიდან ნებართვას სამი დღის განმავლობაში ელოდნენ.