გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენ ბაერბოკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, მაგრამ არ შეიძლება იყოს მოკლე გზა გაწევრიანებამდე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, პუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში ინტერვენცია ნატო-სა და ევროკავშირს გატეხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია უკრაინაში, „ნაცრისფერ ზონაში“ დაბომბვისას დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი, ანტონ გერაშენკო „ტელეგრამში“ ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში ახლა მთავარი თემა არის ის ფასი, რომლის გადახდაც მათ უწევთ იმისათვის, რომ უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებული ომი გააჩერონ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის Lend-Lease-ის აქტზე ხელის მოწერის ფაქტს გამოეხმაურა და და აღნიშნა რომ ისტორია მეორდება.
ევროპა არის ოცნება, რომელიც ტრაგედიიდან იშვა, – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავის განსაკუთრებულობაზე ალაპარაკდა და ამცირებდა დანარჩენ მსოფლიოს.
რუსეთის არმიის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდზე ისაუბრა ოლექსეი არესტოვიჩმა. რუსულენოვან ტელევიზიასთან საუბრის დროს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლი ამბობს, რომ უკრაინაში კიდევ 4 ახალი ბუჩა არსებობს ორი - ზაპოროჟიეს, ორი კი ხერსონის მიმართულებით.
სვიატოსლავ პალამარის ბრალდებებს, კანადის პრემიერთან ერთობლივ ბრიფინგზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამხედრო გზით მარიუპოლის განბლოკვა შეუძლებელია, რადგან უკრაინას არ აქვს შესაბამისი მძიმე იარაღი.
"აზოვსტალში" არსებულ ვითარებაზე, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე BBC-ის ესაუბრა. სვიატოსლავ პალამარი ინტერვიუში აცხადებს, რომ აზოვსტალის დაბომბვა გრძელდება, ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი დაჭრილი სამხედროა და ისინი ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გარეშე არიან დარჩენილები.