უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კანის კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას ჩარლი ჩაპლინის ფილმი „დიდი დიქტატორი“ ახსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა, ომის დროს უქმად არ იდგნენ.
უკრაინელ მებრძოლებს, რომელთაგან ბევრი აზოვის ბატალიონის წევრია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დაკითხავს. ამის სესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის“ ავრცელებს.
უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალის“ ქარხანას ტოვებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მარიუპოლის გარნიზონის გმირობის წყალობით შესაძლებელი გახდა კიევიდან რუსი ოკუპანტების ჯარების გაყვანა, ჩვენი მიზანი მათი სიცოცხლის გადარჩენაა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
რუსეთის ძალებმა დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის ოლქში, პოლონეთის საზღვართან სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტზე დარტყმა განახორციელეს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკმაყოფილოა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებით, შეუერთდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, რაზეც პუტინმა დუმილით უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინური გამოცემა Iltalehti ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, უკრაინამ მარიუპოლის დამცველების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია „უნიანი“ წერს.
მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია დაახლოებით ათმა ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ, – შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინასთან დაჭრილი ჯარისკაცების „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის შესახებ – BBC
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მიაღწია შეთანხმებას უკრაინასთან დაჭრილი ჯარისკაცების "აზოვსტალიდან" ევაკუაციის შესახებ. ინფორმაციას BBC-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.