უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მის ცოლსა და პირადად მას, უკვე მეორე დღეა, ემუქრებიან პირები, რომლებიც თავს წარადგენენ „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად.
თუ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული, – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჰელსინკში, ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
უკრაინამ რუსეთს „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით გამოყვანის სანაცვლოდ, რუსი ტყვეების გადაცემა შესთავაზა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ფინეთის პრეზიდენტ საულ ნინისტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით დასრულდა ეპოქა, რომელიც „ცივი ომის“ შემდეგ გრძელდებოდა.
უკრაინაში, აზოვსტალის ქარხანაში სავარაუდოდ, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს, ადამიანებს, მშვიდობას, თავისუფლებას და არჩევანის უფლებას.
368 ხმით 57-ის წინააღმდეგ - შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, უკრაინისთვის დახმარების 40 მილიარდ დოლარიან პაკეტს მხარი დაუჭირა. ორმოცდაჩვიდმეტივე მოწინააღმდეგე რესპუბლიკელია. მხარდაჭერილი დოკუმენტი სენატს გადაეგზავნა, შემდეგ კი მას ხელს ჯო ბაიდენი მოაწერს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილის წინადადებას, უკრაინის ევროკავშირის წევრობის ალტერნატივის შექმნასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და გააკრიტიკა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული მხარე არ თანხმდება აქამდე შეთავაზებულ არცერთ ვარიანტს "აზოვსტალიდან" უკრაინელი სამხედროების ევაკუაციასთან დაკავშირებით.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენ ბაერბოკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, მაგრამ არ შეიძლება იყოს მოკლე გზა გაწევრიანებამდე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.