გერმანიას ვინც ახალ ომში ითრევს რუსეთის ფედერაციასთან და ელოდება გამარჯვებას, არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთს კვლავ ემუქრებიან გერმანული „ლეოპარდის“ ტანკებით, კვლავ აპირებენ ბრძოლას რუსეთის ფედერაციასთან უკრაინის მიწაზე ბანდერელების ხელით.
პუტინის განცხადებით, ნაციზმი თავისი თანამედროვე სამოსით რუსეთს საფრთხეს უქმნის.
„ახლა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ნაციზმის იდეოლოგია უკვე მისი თანამედროვე სამოსით, მისი თანამედროვე გამოვლინებით, კვლავ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენ კვლავ იძულებულნი ვართ, მოვიგერიოთ კოლექტიური დასავლეთის აგრესია. ისინი, ვინც ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას რუსეთთან ახალ ომში ატარებენ და მით უფრო უპასუხისმგებლოდ აცხადებენ, რომ ეს შესრულებული ფაქტია, მათ, ვინც ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებას ელიან, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად განსხვავებული იქნება. ჩვენ არ ვაგზავნით ჩვენს ტანკებს მათ საზღვრებში, მაგრამ გვაქვს პასუხის გაცემის საშუალება და ეს არ დასრულდება ჯავშანტექნიკის გამოყენებით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.