საქართველოში ფრენების განახლება და სავიზო რეჟიმის გაუქმება ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა.
ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო შეტევა მიმდინარეობს.
რუსული არმიის ჯარისკაცები სანგრებიდან რომ გარბიან, ჯარისკაცების პრობლემა არ არის, – ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია, ვაგნერის“ ხელმძღვანელმა განაცხადა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ბრიუსელში, ევროკომისიის შენობასთან ევროკავშირის დროშების გვერდით უკრაინის დროშა აღმართეს.
დღეს ცივილიზაცია კვლავ იმყოფება გადამწყვეტი გარდატეხის ზღვარზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებულ აღლუმზე განაცხადა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სიტუაცია არაპროგნოზირებადი და საშიში ხდება.
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლისგან მოითხოვს, ბახმუტთან პოზიციები დაიცვას, ვიდრე ადგილზე ჩეჩენი მებრძოლები ჩავლენ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან „აზოვსტალის“ 45 დამცველი გათავისუფლდა.
საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით ვეტოზე უარი უნდა ვთქვათ და გადაწყვეტილება უმრავლესობის პრინციპით მივიღოთ, – ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.