რუსეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედები საკუთარ ტელეგრამარხზე წერს.
ჩვენ არ ვესხმით თავს პუტინს ან მოსკოვს, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის თანახმადაც უკრაინამ კრემლზე დრონებით თავდასხმა სცადა.
კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმა სცადა, – ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთი აშკარად მასშტაბურ ტერორისტულ აქტს ამზადებს, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მიხაილ პოდოლიაკი კრემლის განცხადებას უკრაინის მიერ დრონებით თავდასხმის შესახებ.
აშშ ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, მიგრანტების ნაკადის გაზრდის საფრთხის გამო, უსაფრთხოების გასაძლიერებლად 1 500 სამხედროს აგზავნის, – „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში გაკეთდა.
კრემლი უარყოფს თეთრი სახლის ინფორმაციას უკრაინის ომში ბოლო 5 თვეში 20 000-მდე რუსი მებრძოლის დაღუპვის შესახებ.
ისტორიაში პირველად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე შვეიცარია გახდა.
თურქეთის დაზვერვამ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ალ-ყურეიში გაანეიტრალა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქულ მედიასაშუალებებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
რუსეთისთვის აზრი არ აქვს პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას, ვიდრე ამ ქვეყნის ხელისუფლებაში რუსოფობები არიან, – ამის შესახებ მედვედევმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.