უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით.
ჩინელი სამხედროები არ დააყოვნებენ მოქმედებას, თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას, – ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ განაცხადა.
საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3,2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
უკრაინა მზად არის, დაიწყოს დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 288-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 900 ადამიანი, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
თურქული სახელმწიფო სააგენტო ANADOLU-ს არაოფიციალური მონაცემებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა გაიმარჯვა.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი.
პირველი 20 უკრაინელი მფრინავი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე ვარჯიშს ბრიტანეთში დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფორინ პოლისი“ ავრცელებს.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ე.წ. დემილიტარიზაციის შედეგად უკრაინის არმია მსოფლიოში უძლიერესი გახდა.
იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გრძელდება. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერების განხილვის მთავარი თემაა ურთიერთობები პეკინთან და რუსეთის ომი უკრაინაში.