საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ ან/და მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, - განაცხადა ხუციშვილმა.
„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის საკითხებზე.
მიმდინარეობს აქტიური სამზადისი, 2024 წლის მაისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისათვის „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხებზე.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, ფინანსთა სამინისტროს და კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მიმდინარე პროგრესის შეფასებას, ანალიზსა და მასზე დაფუძნებულ დაგეგმვას.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების სხდომის დაწყებამდე, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 0.7-პროცენტიანი კლება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შესახებ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა.
მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება შრომის ბაზრის მიმართულებით.