
მოხარული ვართ, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა საქართველო ბაზრის განვითარების წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ახალი ანალიზის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

ადამიანები, რომლებიც ნატო-ს ქოლგის ქვეშ არიან შეფარებული და ჩვენ გვთხოვდნენ, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს, პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა.

უმუშევრობის შემცირების და დასაქმების მზარდი დინამიკა 2024 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზად იყო და დღესაც მზადაა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არგუმენტირებული შენიშვნები მოისმინოს.