gorgia
ავერსი legi

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1.026 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული. 

სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 64.3%-ს შეადგენს.

როგორც საქსტატი განმარტავს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 70%-ით გაიზარდა და 659.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება 2026 წლის იანვარ-თებერვალში ათ უმსხვილეს ქვეყნის წილს საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, მონაცემების მიხედვთ, 68.1% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (143.9 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (84.9 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (76.1 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი - 125.6 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 88.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს თხილი და სხვა კაკალი - 34.2 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 5.2 %).

138