gorgia
ავერსი ნემო

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ADB-ის კერძო სექტორის ვალდებულებები საქართველოში 596.74 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც ADB-ის კერძო სექტორის მთლიანი პორტფელის 3.96%-ია. ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ შემაჯამებელ ანგარიშში ვკითხულობთ.

ანგარიშის თანახმად, ADB-მ სესხი გამოყო TBC ბანკისთვის, „რუსთავის აზოტისთვის“, ასევე გახდა მთავარი ინვესტორი Tegeta Sustainability-Linked Bond-თვის.

უფრო კონკრეტულად კი, ანგარიშის თანახმად, ADB-მ TBC ბანკს 270 მლნ ლარის სესხი დაუმტკიცა, რათა საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსებაზე წვდომა გაფართოვდეს.

Rustavi Azot JSC-სთვის 50 მლნ დოლარამდე მოცულობის უზრუნველყოფილი სესხი მოხმარდება სასუქის საწარმოო ობიექტების მოდერნიზაციას, ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებას, მზის ელექტროსადგურის მშენებლობასა და სამუშაო კაპიტალს, რათა ქარხნის უწყვეტი ოპერირება უზრუნველყოს.

„ADB გახდა Tegeta Sustainability-Linked Bond-ის მთავარი ინვესტორი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში პირველი მდგრადი განვითარების ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა მოცულობაც 260 მლნ ლარს (95.7 მლნ დოლარს) შეადგენს.

ADB-მ ვაჭრობის, მიწოდების ჯაჭვისა და მიკროსაფინანსო პროგრამების მეშვეობით მხარი დაუჭირა 370-ზე მეტ საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციას, რომელთა საერთო ღირებულებამ 151 მლნ დოლარი შეადგინა, აქედან 78 მლნ დოლარი კერძო სექტორის მიერ იყო თანადაფინანსებული,“ - ვკითხულობთ ADB-ს მიერ მომზადებულ ანგარიშში.

67