მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 708 მილიონ ლარს შეადგენს.
დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 14:00 საათზე მინისტრთა კაბინეტის სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დაიწყო მოსწავლეების საჯარო დებატების ციკლი.
2024 წლის 3 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.
ევროკომისიამ მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასა და ევროპულ საბჭოს მისცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მედიასთან საუბარში განაცხადა.
2023 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0.8% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასებმა 0.6%-ით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 26.7%-ით დაიკლო და 283.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.