საქართველოში ქონების დაზღვევის მაჩვენებელი შემცირდა, სატრანსპორტო საშუალებების გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში კომპანიების მიერ ქონების დაზღვევიდან მოზიდულმა პრემიამ 30.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18%-ით ნაკლების წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, 2025 წლის 1-ელ 3 თვეში ამ მაჩვენებელმა 37.4 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებს, წელს პირველი კვარტლის მდგომარეობით, კომპანიებმა მათი დაზღვევიდან 93.5 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს. მაშინ, როცა წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 9.5%-თ ნაკლები - 85.4 მლნ ლარი იყო.
ამასთან, როგორც სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული საქართველოში მოქმედი ავტომობილების მხოლოდ 8% არის დაზღვეული. შესაბამისად, ავტომობილების დაზღვევის პოლისების რაოდენობამ 155 671 შეადგინა.
მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ავტომობილების დაზღვევაში, ყველაზე მეტი პრემია „თიბისის“ აქვს მოზიდული. უფრო კონკრეტულად, კომპანიების ათეულია ასეთია:
„თიბისი“- 17.3 მლნ ლარი, 18%;
„ბენეფიტი“ - 16 მლნ ლარი, 17%;
„ალდაგი“ - 15.7 მლნ ლარი , 17%;
„ნიუ ვიჟენ“ - 13.7 მლნ ლარი, 15%;
„ჯიპიაი“ - 11.1 მლნ ლარი, 12%;
სხვა - 19.5 მლნ ლარი, 21%.
რაც შეეხება ქონების დაზღვევას, ამ შემთხვევაში მოზიდული პრემიის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიებს შორის „ალდაგი“ ლიდერობს. კერძოდ, სტატისტიკა კომპანიების მიხედვით, ასეთია:
„ალდაგი“ - 9.3 მლნ ლარი, 30%;
„თიბისი“ - 9.1 მლნ ლარი, 30%;
„ჯიპიაი“ - 4.8 მლნ ლარი, 16%;
„ირაო“ - 4.4 მლნ ლარი, 14%;
„უნისონი“ - 1.4 მლნ ლარი, 5%;
სხვა - 1.6 მლნ ლარი, 5%.
ცნობისთვის, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანია იყო რეგისტრირებული, რომლებიც სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობენ.
ამასთან, მიმდინარე წლის 3 თვეში, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია წლიურად15%-ით, ხოლო წმინდა მოგება 19.2%-ით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში, კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 521 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი - 453 მლნ ლარი იყო.
2026 წლის 1-ელ კვარტალში მზღვეველების სადაზღვევო მოგება 94 მილიონი ლარი იყო, 2025 წლის 3 თვეში - 76 მლნ ლარი. ხოლო, წმინდა მოგებამ წელს საანგარიშო პერიოდში 31 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში 26 მლნ ლარი იყო.