„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 563.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 1 763.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 799.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 0.3 პროცენტით).
სტატისტიკის თანახმადვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აპრილში 3 036.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტია.