
BMG-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ორგანიზებითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ღონისძიება - „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები - გამოწვევები და ტენდენციები“ ჩატარდა.

თიბისის მხარდაჭერით, Ska Juice Bar-ის საზღვრები გაფართოვდა და მისი უახლესი ფილიალი უკვე პრაღაში გაიხსნა. ხოლო მიმდინარე თვეში ამავე ქალაქში მეორე ფილიალსაც გახსნიან.

4 ოქტომბერი, 2024 - სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ტრადიციულად, მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის, Nasa Space Apps Challenge 2024-ის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია.

საქართველო მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგის „ბიზნესის მზაობის“ (B-READY) ლიდერებს შორისაა და სინგაპურსა და ესტონეთს შორის, რეიტინგის სამეულში შედის.

თიბისი ლიზინგმა წარმატებით მოიზიდა 10 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი Cassa Depositi e Prestiti- გან („CDP“), ორგანიზაციისგან, რომელიც წარმოადგენს იტალიის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს საერთაშორისო განვითარების მიმართულებით.

საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 2.2%-ით გაიზარდა.

ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა.

"ლიბერთი ბანკი“ EMEA რეგიონში საერთაშორისო კომპანიების - Penki Kontinentai Group-ისა და Diebold Nixdorf -ის მიერ საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერ კომპანიად დასახელდა და გადაეცა ჯილდო "Leading Innovator in Banking Functionality Award 2024” ბანკომატებში მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის.

ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა.

თბილისში „მაკდონალდს საქართველოს“ ორი ახალი რესტორანი გაიხსნა. ახალი რესტორნების ჩათვლით, თბილისში “მაკდონალდსის” ჯამში - 18, საქართველოს მასშტაბით კი 25 რესტორანია. ახალ პროექტებში კომპანიამ 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 110-მდე ადამიანი დაასაქმა.