დღეს, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
გერმანელი ღვინის მაგისტრის, კონსტანტინ ბაუმის (Konstantin Baum) ღვინის ონლაინ კურსებს „Cellar Class“ (https://www.cellarclass.com/) ქართული ღვინის სასწავლო კურსი დაემატა.
თბილისში, დიდ დიღომში "გუდვილის" ჰიპერმარკეტის 43,100 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ახალი მულტიფუნქციური მოლი აშენდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ღვინის ინდუსტრიაში ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის „Dragon Phoenix Wine Consulting“ ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი საქართველოს სტუმრობდა.
ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი, პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
„საქკაბელი“ და „ბათუმის ნავთობტერმინალი“ სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ და “ბათუმის ნავთობტერმინალის” მომარაგებისა და შესყიდვების დირექტორმა ბეკზატ კალიევმა მოაწერეს.
კონკურსი გასულ კვირას შანხაიში გაიმართა და მასზე წარდგენილი იყო 200 ქართული ღვინო. ხუთდღიანი კონკურსის ერთი საკონკურსო დღე მხოლოდ ქართულ ღვინოს დაეთმო.
ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრუსელში, ფესტივალი „ქართული ბუნებრივი ღვინის დღე“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შანხაიში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსს „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) დაესწრო, რომლის ფარგლებში ხუთდღიანი კონკურსის ერთი საკონკურსო დღე მხოლოდ ქართულ ღვინოს დაეთმო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში პრესტიჟულ ღონისძიებაზე „James Beard Foundation“ იყო წარმოდგენილი.