
დღეს დილიდან 200-ზე მეტმა რესტორანმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა და მიტანის სერვისიც გააუქმა.

საქართველოს მთავრობამ უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ტურისტები საზღვრის კვეთას 2 სახის დოკუმენტის საფუძველზე შეძლებენ.

“ახლა ყოველი თეთრისთვის ბრძოლა მიდის”, - ამის შესახებ “რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა კოტე გაბრიჩიძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იმ ახალ რეგულაციებზე საუბრობს, რომლის დაკმაყოფილებაც 85-მდე საწარმოს 1 ივნისიდან მოუწევს.

რესტორატორთა ასოციაციის ინფორმაციით, 80-მდე რესტორანი შაბათს, 30 იანვარს, ბოიკოტის ნიშნად, 24 საათით, მიწოდების სერვისს გათიშავს.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ ბაზრობები დაანონსებულზე ადრე გაიხსნას.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ სტატისტიკურ მონაცემებზე.

ტელეკომპანია იმედის მფლობელი კომპანიის, ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის 100%-იანი წილი იყიდება - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის სხდომის დღის წესრიგიდან გახდა ცნობილი. დღის წესრიგში არაა მითითებული თუ ვინ გეგმავს ამ კომპანიის შეძენას.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი და დღევანდელი ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

სავაჭრო ცენტრები მთავრობას საგადასახადო შეღავათებისა და მთავრობის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ პაკეტში შეყვანის მოთხოვნით დღესაც მიმართეს, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მთავრობამ აღნიშნული თხოვნა არ გაიზიარა.