თბილისის დღემდე მოქმედმა მერმა და დღეს უკვე მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისი არჩევანი გააკეთა.
როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ხმა ქალაქის განვითარებას მისცა, რომელის უზრუნველყოფა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.
„ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, შესაბამისად, ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ პარტიას შეუძლია - ეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“, შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.