ამერიკული ენერგო კომპანია Frontera-ს ქართული შვილობილი, რომელმაც 2020 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან და ნავთობისა და გაზის სააგენტოსთან საარბიტრაჟო დავა წააგო დიპლომატიურ კორპუსს, კერძოდ კი საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართავს, რომელსაც WWW.BUSINESSTIME.GE უცვლელად გთავაზობთ.
“2013 წლის შემდგომ, სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის კვალდაკვალ, "ფრონტერას", როგორც ამერიკულ ინვესტიციას მიადგა უდიდესი მატერიალური ზიანი და ამ დროს მან დახმარებისათვის და ინვესტიციებისათვის მიმართა "გრინ კაპიტალს". შპს „გრინ კაპიტალმა“ მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორცილა.
2018 წლის 25 აპრილს, მოსარჩელე - შპს "გრინ კაპიტალსა" და მოპასუხე - შპს "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი-ს ფილიალი საქართველოში"-ს შორის გაფორმდა ნედლი ნავთობის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი-ს ფილიალი საქართველოში"-მ, როგორც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა ნედლი ნავთობი შპს "გრინ კაპიტალისათვის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მყიდველის მიერ გადახდილი ნედლი ნავთობის საფასურის პროპორციულობით. შპს "გრინ კაპიტალმა", შეთანხმებისამებრ განახორციელა რამდენიმე გადახდა, ჯამურად 5 800 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, თუმცა ამის მიუხედავად, გამყიდველმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ მიუწოდებია ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი - ნედლი ნავთობი, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული არაერთი გაფრთხილების და შეტყობინების მიუხედავად, შპს "გრინ კაპიტალ"-მა 2019 წლის 5 აპრილს, გაუგზავნა მოპასუხე მხარეს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება და მოსთხოვა თანხის დაბრუნება. შპს გრინ კაპიტალი ფრონტერას აფინანსებდა 2018 წლიდან და ეს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის, ისევე როგორც სააგენტოსათვის იყო ცნობილი. ამის მიუხედავად, მოპასუხე მხარეს არ დაუბრუნებია მოსარჩელის მიერ გადახდილ თანხა 5 800 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც გახდა სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი.
მოგახსენებთ, რომ ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე N 2/5319-21, რომელზეც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს შპს „გრინ კაპიტალი“, ხოლო მოპასუხე მხარეები არიან „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი“ და „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი-ს ფილიალი საქართველოში“. როგორც მოგეხსენებათ, ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენი და მისი ფილიალი საქართველოში, საოპერაციო კომპანია ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას მეშვეობით ახორციელებდნენ ნავთობის მოპოვებას აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, კახეთის რეგიონში, რისი უფლებამოსილებაც 2021 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადაეცა შპს „გრინ კაპიტალს“.
2021 წლის 31 მარტს, მოსარჩელე მხარეს სრულად დაგვიკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, ამავე დღეს გადაწყვეტილება შესულ იქნა კანონიერ ძალაში და გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. "ფრონტერამ" სრულად სცნო და დაეთანხმა გრინ კაპიტალის სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობდა 2018 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან იყო კანონიერი, დასაბუთებული და სწორედ ეს გახდა საფუძველი მისი სრულად დაკმაყოფილებისა სასამართლოს მიერ.
2021 წლის 31 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად:
1. შპს ,,გრინ კაპიტალის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად
2. დაეკისროს ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს მოსარჩელე შპს "გრინ კაპიტალის" სასარგებლოდ 5 800 000 (ხუთი მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა.
3. შპს "გრინ კაპიტალს" (ს/ნ 402052372) მიეკუთვნოს 1997 წლის 24 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულებით "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი"-სთვის 1997 წლის 27 აგვისტოდან, 2022 წლის 27 აგვისტომდე მინიჭებული, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანის, მარნეულის და გარდაბნის ტერიტორიაზე (გეოლოგიური მინაკუთვნის ფართობი გეგმაზე - 5060 (ხუთი ათას სამოცი) კვ/მ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება.
4. შპს "გრინ კაპიტალი" აღიარებული და აღრიცხული იქნეს 1997 წლის 24 ივნისის "პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების" მხარედ.
5. შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია"-ს (ს/ნ 204905674) 50%-იანი წილის მესაკუთრედ "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ"-ის ნაცვლად აღირიცხოს და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში შპს "გრინ კაპიტალი" (ს/ნ 402052372).
აღნიშნული გადაწყვეტილება იმავე დღეს შევიდა კანონიერ ძალაში და 2021 წლის 01 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი რომლის შესაბამისად:
ყოველივე ამის შემდეგ იწყება წარმოუდგენელი უკანონობა, რომელშიც მთელი სახელმწიფო აპარატი და ძალოვანი სტრუქტურები ჩაერთო და სასამართლოზე მოახდინეს გაუგონარი ზეწოლა. კერძოდ, 2021 წლის 20 აპრილს, სასამართლოში წარმოდგენილ იქნა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ ერთობლივი მომართვა, რომლითაც მოითხოვეს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაც 2021 წლის 27 აპრილს, სასამართლომ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით გამოიყენა შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლის მსგავსი საქართველოს სასამართლო სისტემას არ ახსოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დადადგინა:
1.1 ყადაღა დაედო შპს „გრინ კაპიტალზე“ გადაფორმებულ 50%-იან წილს შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ საწესდებო კაპიტალში და შპს „გრინ კაპიტალს“ აეკრძალა მისი რეალიზაცია/განკარგვა და/ან ნებისმიერი ფორმით უფლებრივი დატვირთვა. 1.2 შპს „გრინ კაპიტალს“ (მათ შორის შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში“ მის მიერ დანიშნულ პირებს), „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ ფილიალს საქართველოში და შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ აეკრძალა პირდაპირ ან/და შვილობილი კომპანიების ან/და მესამე პირების მეშვეობით, მოპოვებული ნავთობისა და გაზის და ასევე, ნავთობისა და გაზის ოპერაციებისთვის გამიზნული და „31 მარტის გადაწყვეტილების“ გამოტანის მომენტისთვის „ფრონტერას“ „ფილიალის“ და შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია/განკარგვა და უფლებრივი დატვირთვა და ყადაღა დაედო მითითებულ ნავთობსა და გაზს და სხვა ქონებას. 1.3 შეჩერდა 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2021 წლის 01 აპრილის სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
სწორედ პირველი ინსტანციის 2021 წლის 26 აპრილის უკანონო გადაწყვეტილების შედეგად, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „გრინ კაპიტალზე“ გადაფორმებულ 50%-იან წილს შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ საწესდებო კაპიტალში და შპს „გრინ კაპიტალს“ აეკრძალა მისი რეალიზაცია/განკარგვა და/ან ნებისმიერი ფორმით უფლებრივი დატვირთვა, კომპანიას და ეკოლოგიას მიადგა უკვე უდიდესი ზიანი, რამეთუ ვერ მოხდა ნავთობის გადატანა და მოხდა მისი ჭაბურღილებიდან დაღვრა, რამაც, რა თქმა უნდა, სავალალო ეკოლოგიურ დაბინძურებას გამოიწვია და გამოიწვევს მომავალშიც თუ კი არ მოხდა ნავთობისა და გაზის რეალიზაციის უფლების აღდგენა "ფრონტერა ისტერნისათვის", რომელიც არის საოპერაციო კომპანია.
გვინდა ასევე თქვენი ყურადღება გავამახვილოთ მაცხოვრებლებისთვის არსებულ საშიშროებებზე. ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მოსახლეობა რამდენიმე ათეული კილომეტრის გარშემო ვერ იცხოვრებს და ეს ყველაფერი არამარტო გაურთულებს მაცხოვრებლებს ყოველდღიურ ყოფას, არამედ ისინი იძულებულები გახდებიან, სხვა ლოკაციაზე გადავიდნენ, რაც, ბატონო მოსამართლე, დამეთანხმებით, მათ უფლებებს მნიშვნელოვნად არღვევს. გარდა იმისა, რომ მათ ამ ეტაპზე უკვე უწევთ საფრთხის შემცველ გარემოში არსებობა, სრულიად შესაძლებელია, ახლო მომავალში ერთადერთი არჩევანის წინაშე დადგნენ და არ დარჩეთ სხვა გზა გარდა იმისა, რომ შეიცვალონ საცხოვრებელი, რაც, რა თქმა უნდა, მორალურად გაუმართლებელია და აქედანვე უნდა მოვახდინოთ აღნიშნულის პრევენცია.
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ასევე ის გარემოებაც, რომ ეს ყველაფერი გვიტოვებს მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება შეუერთდება იმ გადაწყვეტილებების რიგს, რომლებმაც გამოიწვიეს ბიზნესის ლიკვიდაცია, ეკოლოგიის დაბინძურება და სახელმწიფოსათვის გამოუსწორებელი ზიანი.
გარდა ეკოლოგიური საფრთხის არსებობისა, გვინდა ხაზი გავუსვათ კომპანიაში დასაქმებულთა მდგომარეობას, რომლებმაც, ბუნებრივია, დაკარგეს სამსახური და შესაბამისად, შემოსავლის წყარო. გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული დღევანდელი უმუშევრობის უმაღლესი მაჩვენებლის პირობებში გამოიყენო მსგავსი ხასიათის შეზღუდვა იურიდიული პირის მიმართ
მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს ფაქტი, რომ 31 მარტს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდეს, გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, ხოლო სამი კვირის შემდეგ, 21 აპრილს სახელმწიფო ორგანოებმა მიმართონ და ამის შედეგად 26 არპილს სასამართლომ გამოსცეს 3 განჩინება საქმის განახლებასა და ყადაღების დადებაზე ისე, რომ არც გაითვალისწინოს კერძო და სახელმწიფო ინტერესი.
2021 წლის 3 ივნისს უკვე ხელისუფლების მიერ აღნიშნული უზრუნველყოფის ფარგლებში მოხდა გაზსადენი მილის დაყადაღება, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა ადგილობრივ მოსახლეობას. ამასთან, ყადაღა დაედო ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისათვის აუცილებელ ტექნიკას - ჭაბურღილებს. უზრუნველყოფის ღონისძიებამ გამოიწვია კომპანიის საქმიანობის სრული პარალიზება, რაც კატასტროფული ზიანის მომტანი აღმოჩნდა როგორც საზოგადოებისათვის, ისე სახელმწიფოსთვის. გამოყენებული შეზღვუდვების კვალდაკვალ ზიანდება არამხოლოდ ჩვენი, ერთი იურიდიული პირის, არამედ სახელმწიფოს ინტერესიც, რადგან სწორედ სახელმწიფო მიზნებს ემსახურება ნავთობის მოპოვების და რეალიზაციის ოპერაციების განხორციელება, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია ყველა ხერხით ხელი შეუწყოს ინვესტორს აღნიშნულ საქმიანობაში. არსებული მოცემულობით, სახელმწიფო არ ითვალისწინებს ეკონომიკურ ინტერესს, იმ ფაქტს, რომ კომპანიაში დასაქმებულია ასობით ადამიანი და რომ მათ აღნიშნული შეზღუდვის გამოყენებით დაკარგეს შემოსავლის წყარო.
მსურს, თქვენი ყურადღება გავამხვილოთ იმაზე რომ სგავსი დავა მიმდინარეობდა კაიმანის სასამართლოში ფრონტერასა და შპს „გრინ კაპიტალს“ შორის და სასამართლოს გადაწყვეტილებით ფრონტერას ყველა უფლება გადაეცა გრინ კაპიტალს.
როგორც მოგახსენეთ, ჩვენ მიერ გასაჩივრებული იყო კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე, რომელიც გუშინ განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება რომლითაც კანონიერ ძალაში შსული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა დატოვა ძალაში და გრინ კაპიტალს გაუუქმდა ყველანაირი უფლება რომელიც მოიპოვა მან სასამართლო წესით. შპს „გრინ კაპიტალი“ არის 1997 წლის 24 ივნისის "პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების" მხარე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სასამართლოებს არ ჰქონდათ უფლება განეხილათ აღნიშნული დავა, რადგანაც გრინ კაპიტალინ უკვე გახლდათ 1997 წლის 24 ივნისის "პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების მხარე.
1997 წლის 24 ივნისის "პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, პროდუქტის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „ვიდრე სხვაგვარად იქნება განსაზღვრული ამ კონტრაქტის მიხედვით, ყველა დავები წარმოშობილი საქნავთობსა და კონტრაქტორ მხარეებს შორის ყოველგვარი ლიმიტაციის გარეშე ნებისმიერი დავა, უნდა იქნეს განხილული სამი არბიტრის მიერ რაც განსაზღვრულია გაეროს საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობით.
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ პროდუქტის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონტრაქტორ მხარეს შეუძლია მისთვის ამ კონტრაქტით მინიჭებული უფლებების, ვალდებულებების და ინტერესების გადაცემა მესამე მხარისათვის იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ მესამე მხარეს:
აქვს ტექნიკური და ფინანსური უნარი, რომ შეასრულოს ამ კონტრაქტით აღებული ვალდებულებები და მისთვის გადაცემულ ინტერესთან დაკავშირებით იღებს და კისრულობს ამ კონტრაქტის ვადებსა და პირობებს. შპს „გრინ კაპიტალმა“ სასამართლოს და ნავთობისა და გაზის 8 სახელმწიფო სააგენტოს წარუდგინა თავისი ფინანსურ-ტექნიკური შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც ცალსახად დადასტურდა, რომ მას აქვს ნავთობის ოპერაციების ჩატარების რესურსი, ჰყავს ტექნიკური პერსონალი, სათანადო აღჭურვილობა და გამოცდილება. გარდა ამისა, შპს „გრინ კაპიტალ“-მა აიღო ვალდებულება, რომ მისთვის გადაცემულ ინტერესთან დაკავშირებით იღებს და კისრულობს კონტრაქტის ვადებსა და პირობებს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ხელშეკრულების დათქმას შპს „გრინ კაპიტალი“ სრულად აკმაყოფილებს და გაუგებარია სააგენტოს მხრიდან კომპანიის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის საფუძველი.
კიდევ ერთი დარღვევა აღნიშნულ საქმეზე: შპს „გრინ კაპიტალი“ არის 1997 წლის 24 ივნისის "პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების" მხარე. როგორც მოგეხსენათ ზემოთაღნიშნული ხელშეკრულება არის მხარეთა კონსტიტუცია ანუ უზენაესი კანონი. 1997 წლის 24 ივნისის "პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, პროდუქტის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „ვიდრე სხვაგვარად იქნება განსაზღვრული ამ კონტრაქტის მიხედვით, ყველა დავები წარმოშობილი საქნავთობსა და კონტრაქტორ მხარეებს შორის ყოველგვარი ლიმიტაციის გარეშე ნებისმიერი დავა, უნდა იქნეს განხილული სამი არბიტრის მიერ რაც განსაზღვრულია გაეროს საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობით იმ შემთხვევაში, თუკი წესები ვერ იმუშავებს დავის გადასაწყვეტად მაშინ არბიტრაჟი განსაზღვრავს თავის წესებს, რომ მართოს ასეთი საქმე და ყოველი ასეთი წესი უნდა იქნას განხილული როგორც მისაღები წესი, რათა საშუალება მიეცეს არბიტრაჟს გამოიტანოს და აღსრულოს გადაწყვეტილება“. აღნიშნული ჩანაწერით ცალსახაა, რომ წინამდებარე მუხლი არეგულირებს მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის მიერ დაირღვევა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, საქმე უნდა განიხილოს არა სასამართლომ, არამედ არბიტრაჟმა. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, კონკრეტულად არის დასახელებული ქალაქი, სადაც არბიტრაჟი უნდა გაიმართოს, კერძოდ„არბიტრაჟი უნდა შედგეს სტოკჰოლმში, შვეცია. პროცესის დროს ენა, რომელზეც იგი წარიმართება უნდა იყოს ინგლისური და ამ კონტრაქტის ინგლისური ტექსტი გამოყენებულ იქნება არბიტრის მიერ“. აღნიშნული ჩანაწერით დგინდება, რომ ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული არათუ ის გარემოება, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები არბიტრაჟმა უნდა გადაწყვიტოს, არამედ კონკრეტულად არის დასახელებული ქალაქი, სადაც უნდა მოხდეს ასეთი დავის განხილვა. იკვეთება, რომ აღნიშნული საქმის განხილვა არ არის სასამართლოს განსჯადი, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ განაგრძო აღნიშნული საქმის განხილვა.
როგორც იკვეთება, სასამართლო საქმისწარმოების პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევები, როგორც სასამართლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. აღნიშნულის ცალსახა მაგალითია, ის, რომ სასამართლომ ყოველგვარი შუამდგომლობის გარეშე, საკუთარი ინიციატივით მოახდინა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, გარდა ამისა, ის რომ საქმეს განიხილავს არაგანსჯადი სასამართლო. გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვეთ მოსამართლის აცილება, თუმცა მან აღნიშნული შუამდგომლობა არ 9 დააკმაყოფილა. აღნიშნული შუამდგომლობით მიმართვის საფუძველი გახლდათ ის, რომ გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილის ობიექტურობასთან დაკავშირებით, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ორი მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით მივმართეთ რამეთუ ისინი დაკავშირებული იყო ხელისუფლებასთან. საუბარია ხელისუფლებასთან აფილირებულ ორ მოსამართლეზე ბატონ გელა ქირიაზე და გია ბერაიაზე. ამ გადაწყვეტილებით ვფიქრობ სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირდა საქართველოში, ან უბრალოდ გაქრა.
ჩვენს მიმართ, ყოვლად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად იქნა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ეს საქმე, არის თვალსაჩინო მაგალითი უსამართლო და ყოვლად აბსურდული დევნისა, უფლების ან თუნდაც სამართლებრივი ბერკეტის ბოროტად გამოყენებისა და მოვლენების ცალმხრივად განსჯისა. მოდით, ნუ ვიქნებით ასეთი სუბიექტურები და ყოველმხრივ შევაფასოთ ზემოხსენებული შეზღუდვის გავლენები, რომელიც ადრე თუ გვიან ყოველი ჩვენთაგანის ინტერესზე მოახდენს ზეგავლენას ავად თუ კარგად, რადგან ეს უკანასკნელი შესაძლოა ვინმემ უგუნურებით მიიჩნიოს, რომ მხოლოდ ჩვენ გვზღუდავს იურიდიულ პირს, თუმცა მომავალში აღნიშნული შეზღუდვის გავლენები ბევრად უფრო მასშტაბური იქნება, რადგან ბიზნესის სტაბილურობა დღევანდელ პირობებში პირდაპირპროპორციულია სახელმწიფოს ფუნქციონირებასთან და მის ეკონომიკურ მდგრადობასთან. ხვალ, ჩვენ ვეღარ შევძლებთ საქმიანობის გაგრძელებას, თუმცა ეს მხოლოდ ერთი იურიდიული პირის ინტერესზე არ აისახება.
მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გაადწყვეტილება სადაც ფრონტერა იუ ელ ელ სი-ს უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე და 5 800 000 დოლარის გაუქმებაზე. გამომდინარე აქედან უკვე კანონიერ ძალაშია შესული გადაწყვეტილება რომლითაც ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს მოსარჩელე შპს "გრინ კაპიტალის" სასარგებლოდ დაეკისრა 5 800 000 (ხუთი მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა.
სრულიად გამაოგნებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადაც საინვესტიციო კომპანია გრინ კაპიტალს გაუუქმდა ნაწილობრივ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და რომელიც ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ . სრულიად აღმაშფოთებელია ის ფაქტი რომ ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა სამი მოსამართლე რომელთაგან ორი არის სრულიად ხელისუფლებასთან აფილირებული მოსამართლე რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი დავალების შემსრულებელები არიან. საუბარია ე.წ მოსამართლეებზე გელა ქირიაზე და გია ბერაიაზე . როგორც მოგახსენეთ მოსამართლე გელა ქირიაზე ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში გავიდა სიუჟეტი სადაც აღწერილია თუ როგორ ასრულებს ხელისუფლების დავალებებს გელა ქირია კონკრეტულ საქმეებზე. ასევე მეორე მოსამართლე გახლავთ გია ბერაია რომელიც არის სრულიად არაკვალიფიციური მოსამართლე სამოქალაქო დავებში მით უფრო მსგავსი სირთულის დავებში და გახლავთ პოლიციის ლეიტანტი რომლისათვის სრულიად უცხო არ არის უკანონო გადაწყვეტილებების მიღება. დიახ იგი გახლავთ ხელისუფლების უკანონო დავალებების შემსულებელი მოსამართლე სასამართლო სისტემაში სამწუხაროდ დანიშნულია უვადოდ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-ს და მის ადვოკატებს - კახა შარაბიძეს და ანა რეხვიაშვილს, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე უარი უთხრა 2021 წლის 26 აპრილს, როდესაც ისინი ითხოვდნენ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
აგრეთვე მნიშვნელოვანია რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გაადწყვეტილება სადაც ფრონტერა იუ ელ ელ სი-ს უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე და 5 800 000 დოლარის გაუქმებაზე. გამომდინარე აქედან უკვე კანონიერ ძალაშია შესული გადაწყვეტილება რომლიტაც ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს მოსარჩელე შპს "გრინ კაპიტალის" სასარგებლოდ დაეკისრა 5 800 000 (ხუთი მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა.
აქვე გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ თვითმარქვია კომპანიის ე.წ. "ფრონტერა რისორსიზ" წარმომადგენლის, ყოფილი თბილისის პროკურორის - მაია მწარიაშვილის უსაფუძვლო განცხადებებს. უპირველეს ყოვლისა განვმარტავთ, რომ მას არ გააჩნია კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება ისაუბროს „ფრონტერა რისორსისიზ ჯორჯია კორპორეიშენი“-ს სახელით, რამეთუ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ“-ის საქართველოს ფილიალის გენერალურ დირექტორს, ზაზა მამულაიშვილს არ გაუცია არანაირი უფლებამოსილება მასზე. ქართული ოცნების თბილისის ყოფილი პროკურორი წარმოადგენს „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელსი“-ს, რომელსაც სტოჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა თავისი 2020 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, უარი უთხრა ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების უფლება-მოვალეობების გადაცემაზე, არ სცნო ხელშეკრულების მხარედ რადგან არ დააკმაყოფილა ფინანსურ-ტექნიკური მოთხოვნები, რომელსაც წესით უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებაზე უფლებამოსილი სუბიექტი პროდუქციის წილობრივი განაწილების კონტრაქტის შესაბამისად. „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-ში მხოლოდ დირექტორია ფიქტიურად რეგისტრირებული, კომპანიას არ ჰყავს თანამშრომლები, არ აქვს ოფისი, არასოდეს არ განუხორციელებია ინვეტიცია და არ უწარმოებია რაიმე სახის ნავთობის და გაზის ოპერაციები. აღნიშნული დასტურდება მაია მწარიაშვილის კოლეგის ბლბ-ის ადვოკატ - ანა რეხვიაშვილის განცხადებებით საჯარო რეესტრსა და სასამართლოში, სადაც მათ უარი ეთქვათ ყველა უფლების გადაცემაზე და სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე. აღნიშნულ კომპანიას ასევე ორჯერ ეთქვა უარი საოპერაციო კომპანიაში - შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“, მოპასუხის წილის მის საკუთრებაში გადასვლაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენთვის კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილება და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ:
1. გასცეთ რეკომენდაციები საქმის სამართლიანი გადაწყვეტის კუთხით;
2. მოუწოდოთ აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებს 2021 წლის 26 აპრილის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე;
3. კომპეტენციის ფარგლებში გასცეთ დასკვნები და რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხზე, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი დარღვევები;
4. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, შეიცვალოს 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით გამოყენებული უკიდურესად დამაზიანებელი უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ, რომლის ფარგლებშიც შპს „გრინ კაპიტალის, ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ს, CR-72227, ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ ფილიალის კუთვნილ ნავთობისა და გაზის რეალიზაციის უფლება მიენიჭოს ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ როგორც საოპერაციო კომპანიას, რომლის ფარგლებში მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებას, სახელფასო დავალიანების გასტუმრებას, არსებული ჭაბურღილების კაპიტალურ შეკეთებას, ახალი ჭაბურღილების ბურღვას და ნავთობის რეზერვუარების მშენებლობას,”- ნათქვამიია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:
ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას გენერალური დირექტორი - ზაზა მამულაიშვილი;
საინვესტიციო კომპანია გრინ კაპიტალის დირექტორი - ოთარ ურუშაძე;
ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის გენერალური დირექტორი, CR-72227 - ზაზა მამულაიშვილი;
ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი - ზაზა მამულაიშვილი