ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საკუთარი არჩევანი 825 129 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 39,5%-ია.
ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმში - 52,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მცხეთა მთიანეთში - 33,9%.
რაც შეეხება დედაქალაქს, 17:00 საათისათვის ხმა 387 771-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც 38,7%-ია.
ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბეში - 43,5%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი ისანში - 34,3%.