ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მადრიდის ტურიზმის გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ტურიზმის აღდგენა.
საბერძნეთი მზად არის უცხოელი ტურისტების მისაღებად. სასაზღვრო პუნქტებში ჩამსვლელთათვის ორგანიზებული იქნება შემოწმება კორონავირუსზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის აპრლიში საქართველოს ტურისტული დანიშნულების მიზნით 75 831 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 182.2%-ით მეტია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისის თვეში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით აახლებს.