
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ხდება აცრის პარალელურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება.

საბერძნეთი მზად არის უცხოელი ტურისტების მისაღებად. სასაზღვრო პუნქტებში ჩამსვლელთათვის ორგანიზებული იქნება შემოწმება კორონავირუსზე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის აპრლიში საქართველოს ტურისტული დანიშნულების მიზნით 75 831 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 182.2%-ით მეტია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისის თვეში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით აახლებს.

14-მდე ბიზნეს ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციები პრემიერს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებს წარუდგენენ და რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს შესთავაზებენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელის, „პრო-თრეველ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორის მაია სიდამონიძის თქმით, ტურისტული სეზონის გადარჩენა შესაძლებელი იქნება, თუ ეს პროცესი იქნება მართვადი და დაგეგმილი, კონკრეტული ხედვის და სტრატეგიის მიხედვით.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დაწყებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განახლებული სახით ხვდება. დავით აღმაშენებლის სახელობის განახლებული აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს მედეა ჯანიაშვილს მოუსმენენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი დაამტკიცა.