
2022 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 998 566 მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წლის მგზავრთნაკადის მაჩვენებელს 78%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მგზავრთნაკადის 81%-ია.

სამოგზაურო და გასართობი ამერიკული გამოცემა Best Life მკითხველს საქართველოში მოგზაურობასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დათვალიერებას ურჩევს. ზაქარი მაქის სტატიაში „ათი საუკეთესო მუზეუმი, რომელსაც უნდა ეწვიო“ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს შორის აღმოჩნდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, გუდაურში 11 იანვრიდან სნოუპარკის სასრიალო ტრასა გაიხსნება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პოპულარული იტალიური ჟურნალი The Good Life თბილისის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ფოტოგრაფ-ჟურნალისტმა ანდრეა ფორლანმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა.


ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებიას სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2023 წელს ბიუჯეტი 36 მლნ ლარით განისაზღვრა, აქედან კი 2 მილიონ ლარამდე შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის - „Best Tourism Villages by UNWTO“- ს ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა.