2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება „მშვიდობა და ტურიზმი“, და სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, ეკონომიკის სამინისტროს და ყველას, ვინც პროცესში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.
„გადაწყდა, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს და ყველას, ვინც ჩართული იყო, აი, ამ პროცესში, ეკონომიკის სამინისტროს და ყველას. ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლებთ ძალიან ბევრი ქვეყნის დელეგაციას. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება „მშვიდობა და ტურიზმი“, და სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.