
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

კალაძის განცხადებით, არა მარტო ვაზისუბანში, ზოგადად თბილისში სერიოზული პრობლემაა წყალმომარაგება.

კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ, 4 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ე.წ. ნავთლუღი) და მეველის ქუჩიდან, ასევე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.

თბილისის რამდენიმე რაიონს 2 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, ღრმაღელეს წყალგამტარი გვირაბის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.

დედაქალაქში მოქმედი შადრევნები ჩაირთო. ყველა შადრევანი ყოველი წლის პირველი მაისიდან ირთვება და ქალაქს ნოემბრის ბოლომდე ალამაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ავრცელებს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ IRI-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების შეფასებისას მედიასთან განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე კარგი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა და მათთან ურთიერთობა.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 აპრილს თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მიკროავტობუსში ადგილი იყო და მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა - ეს დამოკიდებულება მძღოლების მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.