
მეექვსე დღეა, რაც ქალაქში თოვს - მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ცენტრალური ქუჩები სუფთა იყოს, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ავტობუსების სამარშრუტო ნომრებში ცვლილებები განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ნომრის ცვლილება შეეხო ავტობუსის იმ მარშრუტებს, რომლებიც მგზავრებს ინტეგრირებული გადახდის სისტემის დანერგვამდე ემსახურებოდა.

ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება.

საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დასახმარებლად, დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზი იმოქმედებს. ასევე ამოქმედდა სახაზინო ანგარიში, რომელიც სპეციალურად უკრაინის დასახმარებლად გაიხსნა და მასზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

უკრაინაში შეჭრა და სამხედრო 1მოქმედებების წარმოება არის მიუღებელია, ეწინააღმდეგება საერთო სამართლის წესებსა და ყველანაირ პრინციპებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კონკრეტულ ადგილებში, სადაც ვაჭრობა არ არის დაშვებული, ეკონომიკური საქმიანობის წარმოება არ მოხდება.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ უვადო შიმშილობის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ შიმშილის დაწყება არის სააკაშვილის პირადი საქმე და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.

GWP-ის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 21 თებერვალს თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება.

კომპანია"თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 თებერვალს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

GWP - ის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 19 თებერვალს თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება.