
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას გმირთა მოედნის განახლება დააანონსა.

აპლიკაცია „ფიქს თბილისზე“ დაფიქსირებული პრობლემების თითქმის ნახევარი უკვე მოგვარებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა.

დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„ჯივიპის“ მიერ, მიცკევიჩის ქუჩაზე, 12 ოქტომბერს დაწყებული გადაერთებით სამუშაოებისთვის განსაზღვრული დრო გახანგრძლივდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ვარკეთილის დასახლებაში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ამოქმედების შემდეგ ყოველთვიურად 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.