
მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე.

ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც დღეიდან, დაახლოებით, ოთხი თვის განმავლობაში, აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სამუშაოები ორ ეტაპად შესრულდება.

მეტეხის გვირაბში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. კერძოდ, გვირაბში არსებული დაზიანებული ფრაგმენტების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება.

დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

დაახლოებით 10 წუთის წინ საბურთალოს ხაზზე მეტროს მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს.

დედაქალაქს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და განხორციელებული სამუშაოები შეაფასა.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2023 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის ვაჟთან და მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრო.