
მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

8 დეკემბრის 23:00 საათიდან 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდება.

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს შეხვდა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქში უკვე შემოსულია, დეკემბრის ბოლომდე, ჯამში, 50 ავტობუსი იქნება თბილისში, ხოლო იანვრის ბოლოდან ხაზებზე გადანაწილდება.

დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა და კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დააანონსა.

შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება.

ახალი წელი ახლოვდება და 15 დეკემბერს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია ჩაირთვება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სახელმწიფო მიწების უკანონოდ დაკავების შემთხვევებმა და მასზე უნებართვოდ სხვადასხვა ფუნქციის შენობების აშენებამ, რომელიც ხორციელდება ორგანიზებული ჯგუფების მიერ, კანონის სრული დარღვევით, ფინანსური სარგებლის მისაღებად, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

ახლად რეაბილიტირებულ უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა. დედაქალაქის მერი კახა კალაძე რეაბილიტაციის შედეგს მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.