jan-medi
ავერსი შნაიდერი

 თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. 

 რა გახდა სამუშაოების შეფერხების მიზეზი და როდის დასრულდება რეკრეაციული სივრცის მოწყობა? - "ბიზნესთაიმმა" ამ კითხვებით დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურს მიმართა.
 
როგორც საინფორმციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" უწყებაში განუმარტეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლითი (გამოხშირვითი/გაწმენდითი) ჭრის სამუშაოები განხორციელდა. გარდა ამისა, ტერიტორია გაიწმინდა სამშენებლო ნარჩენებისგან და მოიხსნა უკანონო შემოღობვები. 
"სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადიოდა წყლის დაზიანებული კოლექტირი, რომელიც ამირტიზებული იყო, გარდა ამისა, მოსაწყობი იყო წყალარინების სისტემებიც. ამასთან, ტერიტორიაზე გადის გაზის მილი, რომელიც უნდა ჩავიდეს მიწის ქვემოთ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნული კოლექტორი გადავიდა რეკრეაციული სივრცის მიმდებარედ, გარდა ამისა, ამ ეტაპაზე მიმდინარეობს წყალარინების სისტემის მოწყობაც და ასევე, დაგეგმილია გაზის მილის მიწისქვეშ ჩატანა. აღნიშნულმა სამუშაოებმა გამოიწვია რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოების შეფერხება."- განმარტავენ მერიაში.  
მათივე მტკიცებით, ზემოაღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გაგრძელდება პარკის მოწყობა: ტერიტორიაზე შეიქმნება თანამედროვე რეკრეაციული სივრცე, სადაც მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები. 
ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიებები: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები და დაითესება ბალახის საფარი.  
 
სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.
სამუშაოებს ასრულებს შპს "ქართლი" და ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს.
ავტორი
მირანდა შურღაია
268